ჩინეთში ადასტურებენ, რომ გავრცელებული ვირუსი, კორონავირუსი, ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ამის შესახებ გამოცემა INDEPENDENT იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაავადების 200 შემთხვევაა გამოვლინდა იაპონიაში, ტაილანდში და სამხრეთ კორეაში.
სარწმუნო ვერსიით, ვირუსი ზღვის პროდუქტების ბაზარზე წარმოიშვა, ვუჰანში.
ჩინეთის ხელისუფლების ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სამხრეთ ჩინეთში 2 ადამიანს ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო.
დაავადება აღმოაჩნდა ბრიტანელ ტურისტს ტაილანდში აღმოაჩნდა, რომელიც ვუჰანიდან წავიდა.
ვირუსის გავრცელების გამო თვითფრინავებს მკაცრად ამოწმებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
დაავადება გავრცელდა შანხაიში და პეკინშიც.
ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ზომა უნდა მიიღონ დაავადებასთან საბრძოლველად.
ორშაბათს დილას ოფიციალურმა პირებმა ვირუსის 217 შემთხვევა დაადასტურეს, გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გლობალური ინფექციური დაავადებების ანალიზის ცენტრის მონაცემებით, 12 იანვრის მდგომარეობით ვუჰანში ავადმყოფობისთვის მახასიათებელი სიმპტომებით 1237 შემთხვევა იყო გამოვლენილი.
აღნიშნულ ინფორმაციაზე ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზაციას კომენტარი არ გაუკეთებია.