ჩინეთში, შიდა მონღოლეთში მწყემსს შავი ჭირის ბუბონური ფორმა აღმოაჩნდა.
როგორც NYTIMES იუწყება, ბაიანურის ჯანმრთელობის დაცვის კომისარმა განაცხადა, რომ მწყემსს ჭირის დაავადება კვირას დაუდასტურდა. ის სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება და მკურნალობს საავადმყოფოში.
კომიტეტმა ასევე გასცა მესამე დონის განგაში, რომელიც აფრთხილებს ხალხს ინფიცირებულ ცხოველებზე, განსაკუთრებით კი ვირზაზუნებზე ნადირობის, ჭამის ან ტრანსპორტირების შესახებ და მოუწოდებს მოსახლეობას შეატყობინოს მკვდარი ან დაავადებული მღრღნელების შესახებ.
ქალაქის მთავრობამ განაცხადა, რომ მან პროფილაქტიკური ზომები, ძალაში დარჩება წლის განმავლობაში.