ჩინეთში, უხანის პროვინციაში გაუჩინარებული სამოქალაქო ჟურნალისტი გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ლი ზეჰუამ ბოლოს ინფორმაცია 26 თებერვალს გაავრცელა და ვიდეოში ჩანს, რომ მას პოლიცია მისდევდა და დააკავა.
ახალ ვიდეოში ის ამბობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა.