ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემია შეჩერებულია. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ოფიციალური წარმომადგენელმა, მი ფენგმა გააკეთა.
ფენგის თქმით, ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში 3 ათასზე ნაკლებია.
„ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ახალი შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში ეპიდაფეთქება ავიცილოთ თავიდან“, _ განაცხადა მი ფენგმა.