ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ 90-მდე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სტიქიის შედეგად 40 სახლი განადგურდა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მაშველები ამბობენ, რომ ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების პოვნის იმედი არ აქვთ.
როგორც ცნობილია, მეწყერი ჩინეთის მთიანი რეგიონებისთვის საფრთხეს ყოველთვის წარმოადგენს, თუმცა მეწყერის ჩამოწოლის განსაკუთრებულ საფრთხე ძლიერი წვიმების დროს იქმნება.