ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვა, _ ამის შესახებ ინფორმაციას Daili Mail ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბავშვი 2 წლის იყო, როდესაც ჩინეთის პროვინცია შენსის სოფლიდან გაიტაცეს.
როგორც გამოცემა წერს, 2 წლის ვაჟი 1982 წლის 12 მაისს მოულოდნელად გაუჩინარდა, ბავშვის ძებნაში მთელი სოფელი იყო ჩართული, თუმცა, დაკარგული ბავშვი ვერ იპოვეს.
მამა შვილს სხვადასხვა ქალაქშიც ეძებდა, უშედეგოდ ცდილობდა ბავშვის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. ბავშვის დედას კი, ნერვული აშლილობის ნიადაგზე ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო.
გამოცემის ინფორმაციით, 38 წლის შემდეგ, პოლიციამ გაუჩინარებული შვილის 70 წლის მშობლებს აცნობა, რომ მათი ვაჟი ნაპოვნია. მისი პოვნა კი, ბაზაში არსებული დნმ-ის ანალიზით მოხდა.
როგორც ცნობილი გახდა, 40 წლის ასაკში ცზინ შუი სხვა სახელით და გვარით, ცოლთან და ორ შვილთან ერთად ოჯახიდან 1000 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა.
როგორც ცნობილია, ჩინეთში ბავშვთა ვაჭრობის პრობლემა მწვავედ დგას, გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველ წელს სხვადასხვა ასაკის 70 000 ბავშვი იკარგება.