მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
Reuters-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კი 831-ია.
ჩინეთის 10 ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, დაკეტილია ტაძრები და ინფიცირებულთა სამკურნალოდ ახალი საავადმყოფოების აშენება სწრაფ ტემპში მიმდინარეობს.