ჩინური კოსმოსური სადგური Tiangong-1 წყნარ ოკეანეში ჩავარდა, აღნიშნულ ინფორმაციას THE TIME ჩინეთის კოსმოსურ სააგენტოზე დაყრდნობთ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდის დიდი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვა.
როგორც ცნობილია, სადგურმა უკონტროლო ვარდნა წელს დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, Tiangong-1 ჩინეთის ხელისუფლების გეგმის ამბიციური ნაბიჯი იყო, რომ 2022 წლისთვის ორბიტაზე მუდმივი კოსმოსური სადგური ჰქონოდათ.
როგორც ცნობილია, Tiangong-1-ის მარცხს ჩინეთის ხელისუფლება არ შეუჩერებია და მას Tiangong-2 ანაცვლებს.