ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში თოვს.
მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ჩხაკაურაში ნოდარ ირემაძე, “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ჯერჯერობით, უამინდობის გამო სოფელს პრობლემა არ შექმნია.
“ამ დროისთვის თოვლის საფარი დაახლოებით 20-25 სანტიმეტრია. მოსახლეობას უამინდობის გამო პრობლემა არ შექმნია. გვაქვს შუქი, გზა სისტემატურად იწმინდება. ამ წუთასაც გაწმენდილია”, _ გვითხრა ნოდარ ირემაძემ.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ჩხაკაურიდან, რომელიც გურია ნიუსს” ამ წუთებში ადგილიდან მოაწოდეს.