ფეისბუქში სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ირმა გორდელაძე საზოგადოებას 11 წლის ზურა ვაშაყმაძეს აცნობს.
“ზურა ვაშაყმაძის ხელნაკეთი ირემი. ეს ბიჭი ნიჭიერიცაა და ჩხირკედელაც“, – წერს ფეისბუქზე ირმა გორდელაძე.
“გურია ნიუსი“ ზურა ვაშაყმაძეს დაუკავშირდა. ზურა ლიხაურის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეა.
ის წლებია დაკავებულია ჩხირკედელაობით. რამდენიმე დღის წინ ხის ნაფოტიდან ირემი შექმნა და ახლა მისი ნამუშევარი სკოლის ოთახს ამშვენებს.
“ძირითადად, სახლში ვაკეთებ ყველაფერს. უფრო მეტად ხისგან ვქმნი ცხოველების ფიგურებს.
ჩხირკედელაობა ჩემით ვისწავლე. უფრო მეტად წიგნებიდან ვისწავლე, როგორ შევქმნა ხისგან ცხოველები ან სხვა ნამუშევარი.
მშობლები მიდგანან გვერდით და ისინი მეხმარებიან, რომ, რაც შეიძლება მეტი ნამუშევარი გავაკეთო“, – გვითხრა ზურა ვაშაყმაძე.
11 წლის ზურა ვაშაყმაძე წინასწარ არაფერს გეგმავს, ხეზე მაშინ მუშაობას, როდესაც ამის მუზა მოდის. როგორც გავიგეთ, ის ხშირად მუშაობს, რომ მის კოლექციაში მრავლად იყოს ხის ნაკეთობა.