ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, წუხელ, გვიან ღამით, ახალგაზრდა მამაკაცმა თანასოფლელი და საკუთარი და დაჭრა.
როგორ ადგილობრივებმა “გურია ნიუსთან” განაცხადეს, დაჭრილ ქალს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ხოლო თანასოფლელი მამაკაცი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უტარდება.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დანაშაულში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.