ჩხოროწყუში ერთ-ერთი კლინიკის სამ ექიმს კორონავირუსი დაუფიქსირდა, აღნიშნული ინფორმაციია “გურია ნიუსთან” საუბრისას, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დაადასტურა.
დავით გოგოუას განცხადებით, უსაფრთხოებიდან ზომებიდან გამომდინარე, აღნიშნული კლინიკა დაიხურება.
ამ დრომდე მიმდინარეობს ღრმა ეპიდ- კვლევა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 7093, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3714, ხოლო გარდაცვლილი – 46 პაციენტია.