ეს არის დიქტატურის დამყარება რაც ხდება, ძალიან მაინტერესებს ერთი ჭკუათმყოფელი არ ჰყავდათ, რომ ეს ყველაფერი 23 თებერვალს არ გაეკეთებინათ? _ ასე გამოეხმაურა დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ძალოვნების მიერ ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ნინო ბურჯანაძე.
ბურჯანაძის თქმით, ქართველების ბრძოლის ასე დასრულება დასანანია.
“საღამოს მივლენ და იუნკერების ხსოვნას მიაგებენ პატივს. ძალიან დიდი სირცხვილია და დასანანია, რომ ქართველების 30 წლიანი ბრძოლა ამით დასრულდა”, _ თქვა ბურჯანაძემ.