ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 14 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადეობის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ოჯახში დადასტურდა. ინფიცირებულებს შორის 2 მოსწავლეა. მათ შორის ერთი სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეა, მეორე კი სოფელ ჩოჩხათის.
მენაღარიშვილის თქმითვე, ნინოშვილის საჯარო სკოლაში მოსწავლე, რომელსაც ინფიცირება დაუდასტურდა არ დადიოდა, ჩოჩხათის საჯარო სკოლა კი სწავლის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
სულ ლანჩხუთში გამოვლენილია 1748 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1602, გარდაცვლილია 17 ადამიანი. აქტიურია 129 შემთხვევა.