29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. დაიტბორა როგორც საკარმიდამო, ისე საყანე ფართობები, გზები, დაზიანდა ხიდები და მილხიდები. ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში კი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის თითქმის ნახევარი ჩამოინგრა.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა რაოდენობის ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. მერიის ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს აღწერს: „თითოეული პრობლემა ინდივიადუალურად განიხილება და მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად შეეცდება მათ მოგვარებას“.