„მძიმე სამუშაო დღის სასიამოვნო დასასრული და დღის პოზიტივი, 22 წლის ჩოხატაურელ გოგონას, სოფო გორდიშელს, რომლის მეუღლეც შაქრო ფასანიძეა, საკეისრო კვეთით მეხუთე შვილი შეეძინა, სამ დაიკოს ტყუპი ვაჟკაცები ავთანდილი და ლუკა ფასანიძეები დაემატნენ-ყველაფერი კარგად იქნება,ეს საქართველოა,ჩვენ ქართველები ვართ“,_ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით მდინარაძე ავრცელებს.