ქუთაისში გამართულ კინკბოქსინგელთა ტურნირიდან ჩოხატაურელმა კინკბოქსინგელებმა ჯილდოები ჩამოიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩოხატაურის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ცენტრი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის , ირანის 350 -მდე ნორჩი სპორტსმენი მონაწილეობდა. ა.(ა).ი.პ. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის“ აღსაზრდელებმა (მწვრთნელი გივი გოგუაძე, კინკბოქსინგის სპორტის ოსტატი, შავი ქამარი, პირველი დანი) 1 პირველი და 5 მეორე ადგილი დაიკავეს.
პირველი ადგილოსანი 38 კგ წონით კატეგორიაში დემეტრე კუტალაძე გახდა, ხოლო ანდრია ლორიამ, თემურ კიკვაძემ, მალხაზ მიქაშავიძემ, თემურ ახალაძემ და ოთარ ჩიჩუამ მეორე ადგილები დაისაკუთრეს.