ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დიდი სამამულო ომის ვეტერანები _ ლუბა სიხარულიძე, გალაქტიონ ჩხიკვაძე და ვალერიან ლომთათიძე ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საჩუქრად 300-300 ლარს მიიღებენ. რადგან ჩოხატაურში მეორე მსოფლიო ომის სამი მონაწილე ცხოვრობს, ამდენად, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი 900 ლარს გაიღებს.
როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, 300-ლარიანი ფულადი დახმარების გარდა, მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე ესტუმრება სამივე ვეტერანს და მათ საჩუქარს პირადად გადასცემს.