უკვე ცნობილია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ისტორიაშიც.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, ჩოხატაურელი აბიტურიენტების ეროვნული გამოცდის შედეგები ისტორიაში ასეთია:
ყველაზე მაღალი შეფასება შუა ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ზურაბ სიხარულიძემ მიიღო. მან მაქსიმალური 60 ქულიდან 58 მოიპოვა. 58 ქულა მოიპოვა, ასევე, ხიდისთავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სალომე სირაძემ; სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულებმა ელისაბედ მეფარიშვილმა 57 ქულა, ხოლო თათა უშვერიძემ 51 ქულა დაიმსახურეს. 51 ქულა მიიღო ასევე კოხნარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თაკო კეშელავამ. 50 ქულით შეფასდა პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის რენე მეგრელიშვილის, ასევე შუა ამაღლების საჯარო სკოლის ანა სიხარულიძის ნამუშევრები.