2020 წლის სამტრედიის გრანპრის ტურნირზე ცხენოსნობაში, რომელიც სამი დღის განმავლობაში, 26, 27 და 28 აგვისტოს სამტრედიის იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ფინიშთან პირველი ჩოხატაურელი ხვიჩა აბელაშვილი მოვიდა. მეორე ადგილზე ბათუმელი გენადი ბოლქვაძე გავიდა, მესამე ადგილიც ჩოხატაურელს, კუსა ბასილიას ერგო, მეოთხე ადგილი კი აბაშელმა საბა თელიამ დაიკავა.
ცნობისთვის, ტურნირი, რომლის ორგანიზატორები არიან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია და სამტრედიის საცხენოსნო კლუბი, სამ სახეობაში გაიმართა: ისინდი, ცხენბურთი და დოღი. 7-ით 4-ი, ისინდში აბაშის გუნდმა სამტრედიის გუნდთან გაიმარჯვა. აბაშამ მოიპოვა ასევე გამარჯვება ცხენბურთში: 11-ით 6-ი, ასეთი ანგარიშით ჭალადიდის გუნდი დაამარცხა. ადგილობრივი ჯიშის ცხენით 1200 მეტრ გარბენში სამტრედიელმა ბარბარე მაჩიტიძემ გაიმარჯვა.
ნახევრად წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებში 1200 მეტრზე ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ გაიმარჯვა, წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებში პირველი ადგილი სამტრედიელმა ვარდენ კიკაჩეიშვილმა გაიმარჯვა.
როცა 2000 მეტრზე დოღში გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო, გამოქცეული ცხენების შეტაკების შედეგად ცხენებთან ერთად მხედრებიც დაშავდნენ. სასწრაფო ბრიგადების დაშავებული ვარდენ კიკაჩეიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარი ინციდენტის გამო გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გადაიდო.