9-12 დეკემბერს, თბილისში გაიმართა საქართველოს თასის ღია პირველობა კიკბოქსინგში. სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს მასშტაბით ოცი გუნდი, ორასამდე სპორტსმენით (სხვადასხვა წონითი კატეგორია და ასაკობრივი ჯგუფი) გამოვიდა.
შეჯიბრში წარმატებით გამოვიდა კლუბ “ფირალების” 4 სპორტსმენი.
საქართველოს თასის მფლობელი გახდა დემეტრე კუტალაძე, მეორე და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა 42 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ანდრია ლორია, 6-კაციან ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდნენ: მალხაზ მიქაშავიძე და დაჩი უშვერიძე.
სპორტსმენები შეჯიბრებისთვის მოამზადა კიკბოქსინგის სპორტის ოსტატმა, შავი ქამრის მფლობელმა გივი გოუაძემ.
სპორტსმენებმა აღნიშნულ პირველობაში მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის ხელშეწყობით.