თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გოგონებს შორის საპრიზო ადგილი სამმა ჩოხატაურელმა მოიპოვა.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაჯილდოვდნენ თეკლა ბურჭულაძე, მარიამ თავართქილაძე და თეკლა მგალობლიშვილი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, მწვრთნელთან, გია სიხარულიძესთან, ერთად ახალგაზრდებს პირადად შეხვდა, წარმატება მიულოცა და მერიისგან ფულადი ჯილდო, 500-500 ლარი, გადასცა.
„ახალგაზრდების ხელშეწყობა და სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია.
ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს, სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრს ამ მიღწევას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებ.“– აღნიშნა დავით შარაშიძემ.