21-22-23 ოქტომბერს ქალაქ მარტვილმა უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს კიკბოქსინგში, პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის, რომელშიც მონაწილეობდა ჩოხატაურის სპორტისა და სპორტული ორგანიზების ცენტრის ოთხი სპორტსმენი (მწვრთნელი კიკბოქსინგის სპორტის ოსტატი, შავი ქამარი, 1 დანი გივი გოგუაძე).
პროფესიონალებში დემეტრე კუტალაძეს (40კგ. 13 წელი) არ გამოუცხადდა სომეხი მოწინააღმდეგე და ბრძოლა მოუწია სამი კილოგრამით მეტ, გამოცდილ მარტვილელ სპორტსმენთან. სამივე რაუნდი აშკარა უპირატესობით მოუგო და ჩემპიონის მედალსა და ტიტულს დაეუფლა.
ფინალი დათმო ზუგდიდელ სპორტსმენთან ანდრია ლორიამ (48 კგ. 14 წელი) და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
ექვს კაციან ჯგუფში ფინალამდე კარგად გაიარა ეტაპი თემურ ახალაძემ (60კგ.13 წელი) და ფინალში დამარცხდა ქუთაისელ გამოცდილ სპორტსმენთან და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
თემურ კიკვაძემ (28კგ. 10 წელი), მსაჯების სადაო გადაწყვეტილებით, შეხვედრა დათმო ზუგდიდელ სპორტსმენთან და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.