ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რომა კუტუბიძე 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტთა ათეულში მოხვდა.
რომა ჯერ ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა პანსიონი დაამთავრა.
წარმატებულმა მოსწავლემ 2259.9 საკონკურსო ქულით არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე გააკეთა და სასწავლებელი წითელ დიპლომზე დაამთავრა.
რომამ ცოტა ხნის წინ სამაგისტრო პროგრამაში სრული დაფინანსება მოიპოვა ბუდაპეშტის ამერიკულ უნივერსიტეტში.
მას, ორი წლის განმავლობაში, სწავლას, ცხოვრებს და სამედიცინო დაზღვევას უნივერსიტეტი დაუფინანსებს.