აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტმა ირინა ნიკოლაიშვილმა ტეხასის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, _ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
პროგრამა მიზნად ისახავს დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერას, მათი კვლევითი და აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობას, აკადემიური და საგრანტო განაცხადების წერის სწავლებას, დისერტაციის მომზადებას, აკადემიური საზოგადოების წინაშე წარდგენის სწავლებისა და სხვ.
პროექტის ფარგლებში აპლიკანტს საშუალება ეძლევა იმუშაოს UT Dallas -ის ლაბორატორიაში, სადაც საშუალება ექნება დაეუფლოს ახალ კვლევის მეთოდებს და აქტიურად ჩაერთოს სასწავლო პროცესში.
პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას.
შერჩეული აპლიკანტები ტეხასის უნივერსიტეტს 2023 წლის ივნის-ივლისში ეწვევა.