2017-2018 სასწავლო წლის საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ცნობილია.
პირველ ადგილზე „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“, ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მე-11 კლასელი დემეტრე ჯავახაძე გავიდა.
მეორე ადგილი „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელმა, N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასელის მოსწავლემ, თამარ სიხარულიძემ მოიპოვა.
მესამე ადგილზე კი „ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ ანა გუშკაშვილი გავიდა, რომელიც წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეა:
დემეტრე ჯავახაძეს, თამარ სიხარულიძესა და ანა გუშკაშვილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1000, 800 და 500 ლარიანი ფულადი ვაუჩერები გადასცა.