დღეიდან შემიძლია ჩემი ცხოვრების საუკეთესო ამბავი გაგიზიაროთ, Erasmus Mundus-ის მაქსიმალური დაფინანსებითა და სრული სტიპენდიით (41 000 EUR) შემოდგომიდან სწავლას გავაგრძელებ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამაზე ”Master in Research and Innovation in Higher Education”.
პროგრამა მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციების, კვლევისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პირველ სემესტრს გავატარებ ავსტრიაში, ქალაქ კრემსში (University for Continuing Education Krems), მეორე სემესტრს გავატარებ ფინეთში, ქალაქ ტამპერეში (University of Tampere), ორ თვიანი ევროპული სტაჟირებისა და აზიური თავგადასავლის ( Beijing Normal University (China)/ Thapar Institute of Engineering and Technology (India) შემდეგ კი უკანასკნელ რვა თვეს გავატარებ უნგრეთში, ბუდაპეშტის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში (Eötvös Loránd University) სადაც დავიცავ მაგისტრის ხარისხს. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კი ორმაგი ხარისხით Master in Educational Sciences და Master of Administrative Sciences გავაგრძელებ ახალ თავგადასავლებში გახვევას. აქვე განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც არასდროს უთქვამთ დახმარებაზე უარი და ყოველთვის სჯეროდათ ჩემი .
“გურია ნიუსი” ულოცავს თაკოს ამ დიდ წარმატებას და ახალ-ახალ გამარჯვებებს უსურვებს.