ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. საახალწლო დეკორაციები ჩოხატაურის ცენტრში რამდენიმე დღეა რაც გამოჩნდა.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, წელს საახალწლო სამზადისისთვის ბიუჯეტიდან 198 000 ლარია გამოყოფილი.
“საახალწლოდ ჩოხატაურს ვრთავთ, კიდევ უფრო გავალამაზებთ, ჩატარდება კონცერტიც”,_ გვითხრა დავით შარაშიძემ, მაგრამ კითხვაზე, თუ როდის დამონტაჟდება და აინთება ჩოხატაურის მთავარი ნაძვის ხე, მერმა გვიპასუხა, რომ გამოცხადებულია ტენდერი და უფრო დეტალური საუბარი,საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მალე იქნება შესაძლებელი.
“კონკრეტულად იმის თქმა თუ რა იგეგმება, რამდენიმე დღეში შემეძლება, ჯერ ადრეა საუბარი”,_ გვითხრა დავით შარაშიძემ.
Tendermonitor.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალურმა სამსახურმა “სხივმა” ტენდერი 21 ნოემბერს გამოაცხადა. შეთავაზებების მიღება კი 1 დეკემბერს დაიწყო, ხოლო 4 დეკემბერს დაასრულა. შეთავაზება შპს ქოლორფულ სფირითს აქვს გაკეთებული.
როგორც მერიაში ამბობენ, ჯერ ხელშეკრულება კომპანიასთან გაფორმებული არ არის და შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.
ავტორი