საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე 18 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა ფენა, წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები. ასევე, ჩატარდა მდ. ბახვისწყლის კალაპოტის გასწორხაზოვნების სამუშაოები.
უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გზა შემოიფარგლება ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
სამუშაოების ღირებულება 19.2 მლნ. ლარამდეა”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.