ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა წევრებმა ქალბატონი კლინიკაში გადაყვანის დროს, მანქანაში ამშობიარეს.
_ ახალშობილი გოგონა და დედა თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმს _ ნიკოლოზ ბოკელავაძეს, ექთანს _ მზია შათირიშვილსა და მძღოლს, თემურ დოლიძეს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ.
როგორც გურია ნიუსმა გაარკვია, დედა-შვილი ჩოხატაურის მედალფას კლინიკაში იმყოფებიან და მათ სახლში ორ დღეში გაწერენ.