“უსაქმურები სახლში” _ ეს განცხადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.
ჩოხატაურის მერმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების დაგეგმილ აუცილებელ რეორგანიზაციაზე ისაუბრა:
“ეს თქვენთან ერთად უნდა გაკეთდეს და გაკეთდეს პრინციპით _ უსაქმურები სახლში, ოღონდ არა პოლიტიკური ნიშნით!” _ მიმართა საკრებულოს დეპუტატებს ირაკლი კუჭავამ.