დღეს თბილისში ჩოხატაურიდან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე 1000 ადამიანი წავიდა.
ისინი ჩოხატაურში, კულტურის ცენტრთან შეიკრიბნენ.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, აქციაზე საჯარო მოხელეების და პედაგოგების ნაწილი, „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები წავიდნენ.
როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, დედაქალაქში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება.