ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის გუნდი 2018 წლის სასკოლო რაიონული სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულია. პირველი სკოლის მოსწავლეებმა ეს ტიტული გუშინ, მხიარული სტარტების ფინალურ ტურზე მოიპოვეს.
ღონისძიება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, ა(ა)იპ სასპორტო სკოლაში გაიმართა.
#1 საჯარო სკოლის გუნდი რეგიონულ ოლიმპიადაზე იასპარეზებს.