ამ დროისთვის ჩოხატაურში 8 საბავშვო ბაღი გაჩერებულია. მიზეზი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების არ მისვლაა, რომელიც სავარაუდოდ უამინდობას უკავშირდება.
(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება ,,მომავალი“-ს ხელმძღვანელი, ნინო ბარამიძე ამბობს, რომ ბავშვების რაოდენობამ გუშინდელთან შედარებით საბავშვო ბაღებში მოიმატა.
_ დღეს ბავშვების რაოდენობამ მოიმატა. 172 აღსაზრდელი მივიდა. ამ დროისთვის გაჩერებულია გოგოლესუბანის, სამების, ვან ზომლეთის, ნაბეღლავის, ერკეთის, ბუკისციხის , საჭამიასერის და ჯვარცხმას საბავშვო ბაღები. თუმცა, საბავშვო ბაღის თანამშრომლები ადგილზე არიან და ბავშვებს ელოდებიან,_ ამბობს ბარამიძე.