ჩოხატაურის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.
დილას ბაღებში მისული პატარები უკან, სახლებში დააბრუნეს.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ჩოხატაურში კოვიდი დაუდასტურდა, რასაც სავარაუდოდ სააღმზრდელო პროცესის შეჩერება მოჰყვა.
ჩვენ ვცადეთ ქალბატონ ნინო ბარამიძესთან დაკავშირება, თუმცა მის ტელეფონზე გვითხრეს, რომ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილეს დავკავშირებოდით.
ამ დროისთვის ტელეფონს არც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე პასუხობს და არც ჯანდაცვის ადგილობრივი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.
კომენტარი კი იმის შესახებ თუ რატომ შეწყდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი და როდის აღდგება, გურიის გუბერნატორისგან მივიღეთ:
“გამომდინარე იქიდან რომ არის მომატებული რისკები როგორც ენტეროვირუსზე ასევეკოვიდთან დაკავშირებით,მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ რამდენიმე დღით შევაჩეროთ ჩოხატაურის ბაღებში სწავლა. როდესაც ექიმები მოკვლევას დაასრულებენ და გვეტყვიან შესაბამის პასუხს“.
ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღის 80-მდე ბავშვს აქვს მოწამვლის სიმპტომი,რის გამოც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა.