ცოტახნის წინ დასრულდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ტურის მატჩი ჩოხატაურში. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „ბახმარომ“ შარშანდელი გათამაშების ფინალისტი, თბილისის „ლოკომოტივის“ მეორე გუნდი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩი გურულებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე ხვიჩა დიდიამ გაიტანა.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპზე გასულ 20 გუნდს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოთხი გუნდი – დინამო 2 თბილისი, კოლხეთი 1913, კოლხეთი ხობი და ვიტ ჯორჯია დაემატება. „ბახმაროს“ შემდეგი მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი. მეორე ეტაპის მატჩები 27 მაისს, მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები 22-23 ივლისს, ხოლო მერვედფინალური მატჩები 29-30 ივლისს გაიმართება.
ავტორი