დაძაბული მატჩის მოლოდინში არიან დღეს გურულები.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგაში, ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, დღეს, ერთმანეთს ჩოხატაურის “ბახმარო” და ლანჩხუთის “გურია” უნდა დაუპირისპირდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ჩემპიონატის განმავლობაში ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გუნდები ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან.
ლანჩხუთის “გურია” მესამე ლიგაში წელს პირველად თამაშობს _ უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდს გასულ წლებში დაღმავლობის პერიოდი ჰქონდა.
ამჯამად, გათამაშების ცხრილში, “გურია მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო ბახმარო მერვე ადგილზეა.
თამაში 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და როგორც ცნობილია მას ფეხბურთის ფედერაციის პირველი პირებიც დაესწრებიან.