რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საფეხბურთო მატჩი ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგაში ერთმანეთს ჩოხატაურის ბახმარო და ლანჩხუთის გურია დაუპირისპირდნენ.
მატჩი, რომელიც ძალიან დაძაბული იყო, ჩოხატაურელთა სასარგებლოდ დასრულდა. პირველ ტაიმში გიგა კვერენჩხილაძის მიერ გატანილი გოლით ბახმარომ გურია 1:0 დაამარცხა.
_ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, რომელბმაც ტრავმების მიუხედავად, თავი არ დაზოგეს და თამაშის მოგება შეძლეს. პირველი შემთხვევა იყო, როცა “ბახმარო” და “გურია” ერთმანეთს ეროვნულ ჩემპიონატში დაუპირისპირდნენ, _აღნიშნა თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენთან საუბრიაას ბახმაროელთა მწვრთნელმა თემურ ლორიამ.
თამაში იმითაც იყო გამორჩეული, რომ ჩოხატაურის ცენტრალური სტადიონი სავსე იყო ხალხით. “ბახმაროს” და “გურიას” დღეს ბევრი გულშემატკივარი ამხნევებდა.
თამაშს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების პირველი პირები და ფეხბურთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.