ჩოხატაურის “ბახმარომ” სტუმრად თბილისის “მერანი” ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გოლი მასპინძელთა კარში პირველი ტაიმის 46-ე წუთზე თეიმურაზ შარაშენიძემ გაიტანა.
მატჩი ყვითელი და წითელი ბარათებით დახუნძლული აღმოჩნდა.
მსაჯმა ჯერ “მერანის” სათადარიგოთა შემადგენლობაში მყოფი ლევან შარიქაძე გააძევა მატჩის 39-ე წუთზე, 41-ე წუთზე კი ჯამიუ ბამიდელე და “ბახმაროს” შემადგენლობიდან ნოდარ მაჭავარიანი. მატჩის მეორე ტაიმში კი 62-ე წუთზე თამაშს “მერანიდან” ნიკოლოზ აბაშიძე, 93-ე წუთზე კი “ბახმაროდან” თორნიკე მეფარიშვილი დაემშვიდობა.