ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის ანგარიშის მოსასმენად ემზადება. ირაკლი კუჭავამ დეპუტატებს 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უნდა ჩააბაროს და ასევე აღამსრულებელი ორგანოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებაც ისაუბროს.
სხდომა უკვე დაწყებულია დადეპუტატები ამ წუთებში 2016 წელში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშს იბარებენ.
გამგებელთან ერთად თანამომხსენებელი აუდიტორი ალექსანდრე ალავერდაშვილია, რაც “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის ირაკლი ახობაძის თქმით, კანონდარღვეაა.
როგორც ახობაძემ აღნიშნა ალავერდაშვილი იმ კომპანიის ხელმძღვანელია, რომელმაც აუდიტი ჩაატარა; თუმცა, ის სერთიფიცირებული აუდიტი არ არის. ხოლო ანგარიშს ის აუდიტორი უნდა წარადგენდეს, ვინც აუდიტი ჩაატარა.
ახობაძის განცხადებაზე გაყიდვების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ამით კანონი არ ირღვევა, რადგან ალავერდაშვილი იმ კომპანიის ხელმძღვანელია, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.