ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 36 ტესტის პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლენილი არ არის და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 62 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 22 ადამიანი.