ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა, სოფელ გუთურში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან სიმონიშვილების 6-სულიან ოჯახს სიურპრიზი მოუწყვეს _ ბავშვებისთვის, საკუთარი სახსრებით ყველა სახის სასკოლო ნივთები და სათამაშოები შეიძინეს და სახლში მიუტანეს.
_ სიხარულისგან არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ასეთი სიურპრიზი ჩემი შვილებისთვის არავის გაუკეთებია. ეს ძალიან დიდი საჩუქარია ჩემი ოჯახისთვის, _ თქვა ოჯახის დიასახლისმა.
სიმონიშვილების ოჯახი ჩოხატაურში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს შორის ყველაზე ღატაკია _ მათ მუნიციპალიტეტის მაშტაბით, ამ კატეგორიაში, ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ და როგორც კულტურის ცენტრის დირექტორმა თამარ კეკელიძემ გვითხრა, სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს ეს ოჯახი.