მშვიდობით, მაყვალა მასწავლებელო!
მან პირველმა ირწმუნა სკოლის მომავალი, სხვებსაც დააჯერა და საფუძველი ჩაუყარა იმ ღირებულებებს ,რომელთა ხორცშესხმა თითოეული ჩვენგანის მისიად იქცა.
მრავალ განსაცდელგამოვლილს ძლიერი ჭირისუფლობა შეეძლო, თანადგომას ვერავინ მოასწრებდა , ყველას სიხარულსა თუ ტკივილს პირველი იზიარებდა
. ბავშვების სამყაროს აფერადებდა ლიტერატურით , მათს სულში “უხილავი შუქის” ლამპარს ანდებდა, სამშობლოს სიყვარულს უკურნებელ სენად შეჰყრიდან.
ოთარაანთ ქვრივსაც უწოდებდნენ, რადგან მასსავით მართალი, გულწრფელი და ერთგული იყო, პირდაპირი, შეუპოვარი და მებრძოლი.
გულის გარეთ არავის ტოვებდა, უსაზღვრო სევდად ,ღია ჭრილობად ატარებდა მშობლიური კუთხიდან დევნილობას.ათასი უხილავი ძაფით იყო მასთან დაკავშირებული, ამიტომაც ეწვოდ მის ტანჯვით თბილი გული.
არავის ჰგავდა ,მისებურად უყვარდა, ენატრებოდა, ზრუნავდა, ედარდებოდა .ქმედითი და გულწრფელი იყო მის თანადგომა და თანაგანცდა.
მხნედ და ჭირთათმენით ბევრ გასაჭირს გაუძლო, გადაიტანა და თავის აღმართი ურცხვენელად აიარა, უხილავი ბილიკებით შეუერთა თავისი ლამაზი სული ზეციურ სამშობლოს.
მშვიდობით, მაყვალა მასწავლებელო, ჩვენი სკოლა შეინახავს თქვენს ხსოვნას, რადგან ,ვინც გიყვარს, არსად მიდის.
თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის გულში, ჩვენი სკოლის ისტორიის მესაძირკვლევ , მუდამ იქნები.
გვიყვარხართ!
თანავუგრძნობთ თქვენს ღირსეულ შვილებსა და შვილიშვილებს., _ ვკითხულობთ სკოლის ფეისბუქგვერდზე.


































































