გურიაში, მაღალმთიან სოფლებში თოვს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, იმ ადამიანებს, რომლებიც ბახმაროსკენ გადაადგილებას აპირებენ, მოუწოდებს, რომ ამისგან თავი შეიკავონ.
“ვიმყოფებით ჩოხატაური_ბახმაროს 42 -ე კილომეტრზე. ჩვენ ვეღარ შევძელით გადაადგილება, მაგრამ თოვლზე მავალი განაგრძობს სვლას ბახმაროსკენ….
ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამ მიმართულებით გადაადგილებისგან _ თოვლის საფარი საკმაოდ მაღალია და ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ თავს და ახლობლებს…“ _წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კუჭავა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბახმაროს 33-ე კილომეტრზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რომ გაიწმინდოს გზა და გახორციელდეს ბახმაროში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ ჩამოყვანა.