“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ გუშინ, “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ჩოხატაურის ექვსმილიონიანი ბიუჯეტიდან ოთხი მილიონი ხელფასებზე იხარჯება, მუნიციპალიტეტის მერმა სოციალურ ქსელში უპასუხა და აღნიშნა, რომ მელია ცრუობს:
“ნიკანორ, ჩოხატაურის დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტი შეადგენს 6 300 000 ლარს, აქედან შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება 1 588 000 ლარი.
ისიც კი არ იცი, რომ კანონი ზღუდავს შრომის ანაზღაურებაზე შემოსავლების 25 პროცენტზე მეტის დახარჯვას, გარდა ამისა მილიონზე მეტს ვხარჯავთ საბავშვო ბაღების შენახვაზე, კიდევ მაგის გარდა, წელს, მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 5 მილიონი, როგორც სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
ეს და ბევრი სხვა რამ რომ არ იცი, ამიტომაც გყავს ერთი დეპუტატი საკრებულოში, მომავალ ადგილობრივ არჩევნებში არ გეყოლება არცერთი,” _ წერს ირაკლი კუჭავა.