ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 𝟐𝟎𝟐𝟒-𝟐𝟎𝟐𝟕 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მომზადების პროცესი დაიწყო.
საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მომზადების თაობაზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მერის პირველმა მოადგილემ, მაია კუტუბიძემ, საბჭოს წევრებს გააცნო „მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელო“, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის #264 განკარგულება. აქვე გაიცა კონკრეტული დავალებები გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით. შეხვედრას, მერის ბრძანების საფუძველზე, წინ უძღოდა სამუშაო და ტექნიკური ჯგუფის შექმნა. ჯგუფში შედიან: მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მერიისა და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, კერძო და არასამთავრობო სექტორის, მერის მრჩეველთა და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები, გენდერულ საბჭოში და გენდერულ საკითხებზე მომუშავე მერიისა და საკრებულოს შესაბამისი პირები. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved