დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ორი ახალი _ ზედამხედველობის და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურები შეიქმნა, რომლებიც ამ დრომდე განყოფილებებად ფუნქციონირებდნენ.
მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ვლადიმერ ლომთათიძე მობილობის წესით დაინიშნა, ხოლო განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება.
მისივე ინფორმაციით, კონკურსი ასევე გამოცხადდება მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, რომლის მოვალეობას ახლა ლევან ჩხიკვაძე ასრულებს.