ჩოხატაურის მერიასთან მიმდინარე აქციასზე ყურანი და ბიბლია მოიტანეს. პირმა, რომელმაც ყურანი და ბიბლია მოიტანა აღნიშნა, რომ სირცხვილია დაპირისპირება რელიგიის გამო.
“ვიდრე მუსულმანები და ქრისტიანები იფიქრებენ, რომ სხვადასხვა ღმერთს ეთაყვანებიან, კონფლიქტი არ მოგვარდება”, _ თქვა მან. მან, ასევე, ნაწყვეტი წაიკითხა ვეფხისტყაოსანიდან.