“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწედ მაია პაიჭაძე ინიშნება. ინფორმაცია მერმა, დავით შარაშიძემ დაგვიდასტურა.
როგორც მერმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პაიჭაძის შერჩევა აღნიშნულ პოზიციაზე შიდა კონკურსის წესით მოხდა.
მაია პაიჭაძე პროფესიით ექიმია (მეან-გინეკოლოგი). იგი 2014-2018 წლებში მუშაობდა საკრებულოს დეპუტატად.
ავტორი: ინგა ცინცაძე