“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში დავით ვასაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
თავად ვასაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პირადი პრობლემების გამო, მან თავად დაწერა განცხადება, თუმცა სხვა რამეს ამტკიცებს წყარო და ამბობს, რომ ვასაძეს არაერთი გაფრთხილება ჰქონდა მიღებული მუნიციპალიტეტის პირველი პირისგან.
“არავითარი გათავისუფლება. პირადი პრობლემები მქონდა და დავწერე განცხადება გათავისუფლების შესახებ”, _ თქვა ვასაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
მერის პოზიციას ვასაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.